სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
როლან გაროსის მეორე 1/2 ფინალურ წყვილში ალექსანდერ ზვერევი ნორვეგიელ კასპერ რუდს დაუპირისპირდა და მეტოექე 4 სეტში დაამარცხა (6-2, 2-6, 4-6, 2-6).
გერმანელი ფინალში კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ იტალიელ იანიკ სინერს 5 სეტში სძლია.
ზვერევმა რუდის გარდა ფინალამდე მისასვლელად ნადალი, გოფინი, გრიკსპორი, რუნე და დე მინორი დაამარცხა.
ალკარასმა კი ფინალის გზაზე ვოლფის, დე იონგის, კორდას, ოჟე-ალიასიმის, ციციპასისა და სინერის ბარიერები დაძლია.
ესპანელი და გერმანელი ფინალში ერთმანეთს 9 ივნისს დაუპირისპირდებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები