იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რომან დოლიძის გავლილი გზა UFC-ში
ქართულიქართული
UFCUFC

რომან დოლიძის გავლილი გზა UFC-ში

02 ოქტ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

6 ოქტომბერს UFC 307-ზე რომან დოლიძე საშუალო წონის ბრძოლაში კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდება.


მანამდე გავიხსენოთ ქართველი მებრძოლის გავლილი გზა UFC-ში. 36 წლის დოლიძის კარიერული რეკორდი 13-3-0 არის, UFC-ში კი მას 10 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოგება და 3 მარცხია.


რომან დოლიძემ ასპარეზობა ქვემძიმე წონაში დაიწყო, სადაც მისი დებიუტი 2020 წლის ივლისში ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ შედგა. ქართველმა რუსი მეტოქე პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.


დოლიძის მომდევნო ბრძოლა იმავე წლის დეკემბერში ასევე ქვემძიმე წონაში შედგა, სადაც მან ჯონ ალენს 3-რაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყვეტილებით სძლია.


2021 წელს რომან დოლიძე უკვე საშუალო წონაში გადავიდა, სადაც მისი პირველი მეტოქე ტრევინ ჯაილსი იყო. ქართველი 3-რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა.


მარცხიდან 3 თვეზე ნაკლებში დოლიძემ მორიგი ბრძოლა ლაურეანო სტაროპოლისთან გამართა და გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.



რომანის UFC კარიერაში ყველაზე წარმატებული წელი 2022 იყო. ივნისიდან დეკემბრამდე მან 3 ბრძოლა გამართა და სამივეში გაიმარჯვა, თანაც სამივეში ვადაზე ადრე.


დოლიძის პირველი მსხვერპლი კაილ დაუკაუსი იყო, რომელსაც ბრძოლა პირველივე რაუნდში დაუსრულა. უკვე ოქტომბერში ასევე პირველ რაუნდში მოუგო დაპირისპირება ფილ ჰოუსს, წელი კი რომანმა ჯეკ ჰერმანსონთან მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დააგვირგვინა.


2023 წელს ქართველმა ერთადერთი ბრძოლა გამართა. მარტში ის მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და 3-რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა.


კევინ ჰოლანდთან დაპირისპირება დოლიძისთვის 2024 წელს მე-3 იქნება. თებერვალში ქართველი UFC კარიერაში პირველად საბრძოლო ღამის მთავარი ბრძოლის მონაწილე იყო, სადაც ნასურდინ იმავოვთან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყვეტილებით წააგო.


ივნისში დოლიძე ქვემძიმე წონას დაუბრუნდა და 3 რაუნდში გადაწყვეტილებით ენტონი სმიტს მოუგო, 6 ოქტომბერს კი რომანი ისევ საშუალო წონაში კევინ ჰოლანდს შეერკინება.


ამ მომენტისთვის რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 პოზიციაზეა.


თამაშგარეთ - რომან დოლიძე

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
რომან დოლიძე
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ისევ შენახული მაქვს“ - პიმბლეტს თოფურიას გაღიზიანების გეგმა აქვს

•ქართული

ქართული

„ისევ შენახული მაქვს“ - პიმბლეტს თოფურიას გაღიზიანების გეგმა აქვს
•ქართული

ქართული

დასახელდა ოქტომბრის თვის მთავარი ბრძოლა

•UFC

UFC

დასახელდა ოქტომბრის თვის მთავარი ბრძოლა
•UFC

UFC

ომალის მორიგი განცხადება: რატომ ითხოვს ქართველთან ჩხუბს?

•UFC

UFC

ომალის მორიგი განცხადება: რატომ ითხოვს ქართველთან ჩხუბს?
•UFC

UFC

როგორია ცხრილის მდგომარეობა დედაქალაქური დერბის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორია ცხრილის მდგომარეობა დედაქალაქური დერბის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 ოქტ, 2026

„ისევ შენახული მაქვს“ - პიმბლეტს თოფურიას გაღიზიანების გეგმა აქვს

News image

9 სთ წინ

დასახელდა ოქტომბრის თვის მთავარი ბრძოლა

News image

9 სთ წინ

ომალის მორიგი განცხადება: რატომ ითხოვს ქართველთან ჩხუბს?

News image

6 სთ წინ

როგორია ცხრილის მდგომარეობა დედაქალაქური დერბის შემდეგ?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება