სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ რუს შარაპუტდინ მაგომედოვს სოციალურ ქსელში პასუხი გასცა.
"შენ სპორტსმენი ხარ, შეწყვიტე საქართველოსთან ომზე საუბარი. გაანებე კამერებთან და ინტერვიუებში ლაპარაკს თავი. როცა შევხვდებით, მერე დავილაპარაკოთ ისტორიის გაკვეთილებზე, გეოგრაფიაზე, რუსული ენის გაკვეთილებსა და ცხოვრებაზე." - წერს ქართველი ინსტაგრამის სთორიში.
შარაბუტდინმა თქვა, რომ მერაბ დვალიშვილს დაავიწყდა, როგორ იცავდა რუსეთის იმპერია საქართველოს დაღესტნელების შემოტევებისგან. მაგომედოვმა აღნიშნა, რომ ქართველები რუსეთის ფედერაციის მადლიერები უნდა იყვნენ, რადგან ისინი დღეს შეიძლება დაღესტნის ნაწილი ყოფილიყვნენ. შარამ ასევე აღნიშნა, რომ დაღესტნელები კომფორტულად არიან რუსეთის ნაწილად ყოფნით და რუსების გვერდზე ცხოვრებით.
მაგომედოვი: "ქართველები რუსეთის მადლიერები უნდა იყვნენ"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები