მადრიდის რეალის თავდამსხმელი კილიან მბაპე ესპანეთის სუპერთასზე არ ითამაშებს.
დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის იოგების გაჭიმვა დაუდგინდა. As-ის ინფორმაციით, მისი მონაწილეობა საუდის არაბეთში გასამართ ესპანეთის სუპერთასზე გამორიცხულია. უდიდესი ალბათობით, სასტარტოში მის ადგილს კვლავ გონსალო გარსია დაიკავებს, რომელმაც ბეტისთან 2 დღის წინ გამართულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამავე შეხვედრას გამოტოვებენ რეალის მცველები ედერ მილიტაო და დანი კარვახალიც.
ამასთან, დინ ჰაუსენი გუშინ ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა და, არსებული ინფორმაციით, მოედანზე გასვლის შანსი აქვს.
სუპერთასის ნახევარფინალში რეალი ატლეტიკოს ზეგ, 8 იანვარს დაუპირისპირდება.