მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი.
ამ ტრანსფერმა ბევრი კითხვა გააჩნია იმ თვალსაზრისით, შეძლებს თუ არა ხვიჩა პსჟ-ს მაისურით ამ სეზონშივე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს.
როგორც იცით, წელს ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ტარდება - აქამდე ტრადიციული ჯგუფური ეტაპი საერთო ფაზამ ჩაანაცვლა, სადაც 36 გუნდი ერთ ცხრილშია მოთავსებული.
უეფას წესების მიხედვით, ამ საერთო ფაზის დასრულების შემდეგ, კლუბს ევროტურნირის განაცხადში სამი ახალი ფეხბურთელის ჩამატება შეუძლია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი 24 საუკეთესოში მოხვდება და პლეი-ოფში გავა.
საერთო ფაზის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი - პსჟ ჯერ სიტის დაუპირისპირდება, შემდეგ კი შტუტგარტს. ამ ორ შეხვედრაში მონაწილეობას კვარა ვერ მიიღებს.
6 ტურის შემდეგ პარიზელები 7 ქულით 25-ე ადგილზე არიან და დღეის მდგომარეობით პლეი-ოფში ვერ გადიან, ამიტომ დარჩენილ ორ მატჩში პსჟ-ს ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
თუ ლუის ენრიკეს გუნდმა 24 საუკეთესოში მოსახვედრად საჭირო რაოდენობის ქულები ვერ დააგროვა, პსჟ-სთვის ამ სეზონში ევროსეზონი დასრულდება, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაში დაქვეითების წესიც აღარ არსებობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები