სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბოლონიასთან გატანილი გოლით მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი გახდა.
ეგვიპტელმა ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 45-ე გოლი გაიტანა და დიდიე დროგბას შედეგი გააუმჯობესა. ჩელსის ლეგენდის ანგარიშზე 44 გოლია, მე-3 ადგილზე კი აფრიკელებს შორის სამუელ ეტო'ო არის 30 გოლით.
სალაჰი ასევე გახდა ლივერპულის პირველი მოთამაშე, რომელმაც ენფილდზე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა გოლი. ასევე ეგვიპტელი არის პირველი, რომელმაც ინგლისური კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში მიითვალა გოლი და საგოლე გადაცემა.
ლივერპულმა ბოლონია მაკალისტერისა და სალაჰის გოლებით 2-0 დაამარცხა. არნე სლოტის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები