მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
14 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოჰამედ სალაჰს მიაჩნია, რომ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს.
„თავს კარგად ვგრძნობ. კარგ ფორმაში ვარ, ძალიან კარგ ფორმაში. ვცდილობ, არამარტო თავად განვვითარდე, არამედ ჩემს გარშემო მყოფ ფეხბურთელებსაც დავეხმარო განვითარებაში.
ესეც ზრდის ნაწილია. გინდა, რომ ყველა კარგად თამაშობდეს, იმიტომ რომ მარტო ლიგას ვერ მოიგებ. ამიტომაც გინდება, რომ სხვებმაც სათანადოდ აგიბან მხარი.
ბოლო რამდენიმე თვეა ამას აქტიურად ვცდილობ. შესაძლოა, სეზონის დაწყების შემდეგაც კი - შევისწავლო მათი სათამაშო სტილი და გავიაზრო, რა მოსწონთ თანაგუნდელებს. ადრე, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, უფრო საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებოდი.
მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საუკეთესო სეზონია, იმიტომ რომ მე ფეხბურთელებსაც ვეხმარები, რომლებიც გვერდში მყავს. ეს არის ის, რასაც ვგრძნობ, მათი სათამაშო სტილი ვიცი. ყველა ფეხბურთელის სტატისტიკა გაუმჯობესდა წინა სეზონებთან შედარეით. გარდა ამისა, უფრო მეტი საგოლე პასიც მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად ვეხმარები." - აღნიშნა ეგვიპტელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
G
Teona xachatirovi
Moigee upasot 2000lario da