Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მონტენეგროს მორნარ ბარს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი დინამო 2-3 დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.
მე-20 წუთზე თბილისური გუნდი კაცნაკლული დარჩა. ნიკოლოზ უგრეხელიძის მიერ წესების დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად შეირაცხა და მსაჯმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
კაცნაკლულობის მიუხედავად დინამომ მალე ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე დავით სხირტლაძის ლამაზ მოძრაობას 16 წლის ვახტანგ სალია გამოეხმაურა და მეტოქის კარი აიღო.
წონასწორობა 57-ე წუთზე აღდგა, როცა დარკო ზორიჩმა შეძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა და შეხვედრა 1-1 დასრულდა.
დინამო თბილისისთვის ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი ივლისშივე დასრულდა, მონტენეგროს გუნდმა მორნარ ბარნმა კი ევროტურნირების სადებიუტო სეზონშივე პირველი ეტაპის ბარიერის გადალახვა მოახერხა.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი