Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ტორპედო ქუთაისი ალბანურ ტირანას ესტუმრა.
ქართულმა გუნდმა მეტოქე 0-1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 1-2 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის გადამწყვეტი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. ტორპედო წინ ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაიყვანა და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუპოვა.
თამაშის დარჩენილ ნაწილში ალბანელებმა სცენარის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება ვერ შეძლეს და საერთო ანგარიშში გარდატეხა ვეღარ მოახერხეს.
ქუთაისური გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე კვიპროსული ომონია იქნება.
წყვილის პირველი დაპირისპირება 25 ივლისს კვიპროსში გაიმართება, მეორე მატჩში კი 1 აგვისტოს ტორპედო საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები