მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კოპა დელ რეის 1/4 ფინალში მადრიდის რეალმა სტუმრად ლეგანესის წინააღმდეგობა მძიმე ბრძოლაში გატეხა.
მოდრიჩის და ენდრიკის გოლებით რეალი 25-ე წუთისთვის დამაჯერებლად 2:0-ს იგებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ერთი გოლი პენალტიდან გაქვითეს, მეორე ნახევრის 59-ე წთზე კი შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მენდისგან რიკოშეტით მადრიდელთა კარში შევარდა და ანგარიში გათანაბრდა.
როცა თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი იყო, რეალს მხსნელად ახალგაზრდა ფორვარდი გონსალო გარსია მოევლინა, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან 10 წუთში შეძლო თავის დებიუტში გამარჯვების გოლის გატანა და რეალი 1/2 ფინალში გაიყვანა.
თავის მომდევნო მეტოქეს რეალი წილისყრის შემდეგ შეიტყობს. ამ ეტაპზე, ცნობილია ორი 1/2 ფინალისტი, ესენი არიან რეალი და ატლეტიკო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები