-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძესა და მის სათამაშო წუთებზე ისაუბრა.
"თქვენ იცით, რომ ბუდუ გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. მე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვარ, რადგან მე მინდა მივიღო სწორი გადაწყვეტილებები დაფუძნებული მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე."
"ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს, როცა 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაკრიტიკებდა, როდესაც გიორგი მიქაუტაძე დავტოვე სათადარიგო სკამზე და ბუდუს დავაწყებინე ძირითადიდან."
"ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. ბოდიშით ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ" - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Geo Team.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს 23:00-ზე დაიწყება. შეხვედრა გელზენკირხენში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები