სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა ფრანგულ RMC Sport-თან გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
"გიორგი ნიჭიერი მოთამაშეა. ვფიქრობ, ფაქტი რომ ის ცოტათი გვიან გაიხსნა, იმით აიხსნება, რომ ის შესაძლოა ახალგაზრდობაში საკმარისად არ მუშაობდა. ის ლიონში ვარჯიშობდა, სადაც საქმე კარგად არ წაუვიდა და გვიან გააანალიზა, რომ წარმატებისთვის ბევრი უნდა ეშრომა."
"აიაქსში მას ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ამან ის უფრო გააძლიერა. ახლა ის თითქმის მარტო ცდილობს, რომ მეცი ლიგა 1-ში დატოვოს." - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, მეცი კი 29 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები