7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან გამარჯვება (2:0) შეაფასა.
„გარკვეული სირთულეეიბს მიუხედავად, ვფიქრობ, რომ თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. დაახლოებით 60 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ ცოტა ავირიეთ, მაგრამ ამის მიზეზებზეც დავილაპარაკებთ. საერთო ჯამში, თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, მსაჯის გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
უნაკლოდ არ გვითამაშია, მაგრამ ნახევარფინალი იყო, სადაც მთავარი შედეგია. ფინალში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მოგვიწევს, რადგან მეორე ნახევარფინალი როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული აქ ძალიან თავდაჯერებული ჩამოვა.
არ აქვს მნიშვნელობა, მე ვინ მინდა ფინალის მეტოქედ, ორივე ძლიერი გუნდია და ფინალში გასვლა კიდევ უფრო თავდაჯერებულს გახდის. ხვიჩა ფინალისთვის დაგვიბრუნდება. არაა გამორიცხული, ფინალში სხვა ცვლილებების გაკეთებაც მომიწიოს. იმედი გვაქვს, რომ კვარაცხელია ისეთ თამაშს აჩვენებს, რასაც მისგან ყველა ველოდებით.
ბუდუ და მიქაუტაძე? ვნახოთ, როგორ მოახერხებენ ფეხბურთელები ფიზიკური კონდიციების აღდგენას. ისინი დღეს ბოლომდე დაიხარჯნენ, ამიტომ სწორედ აღდგენაზე გვაქვს სამუშაო. ბუდუმ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მიქაუტაძემ თავის მხრივ ბევრი იშრომა.
მომდევნო თამაშის სკამზე დაწყება ვისაც არ უნდა მოუწიოს, ეს შეიძლება რთული მისაღები იყოს. მაგრამ როგორც ვამბობ, მწვრთნელი ვარ და ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღებაც მიწევს. საბოლოოდ, მთავარი ამოცანაა, რომ სწორი ტაქტიკა ავარჩიო." - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
კომენტარები