-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების წარმატებაში ვლადიმირ ვაისის როლზე ისაუბრა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვლადიმირ ვაისს. ის, რაც 26 მარტს მოხდა, მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურაზე და არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე მოიწვია ნაკრებში."
"ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში და არც ექვს თვეში, ეს ხანგრძლივი პროცესია და ვლადიმირ ვაისი მისი მნიშვნელოვანი ნაწილია." - ვილი სანიოლის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-20 წლებში წვრთნიდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე 1 მატჩი დააკლდა, მას შემდეგ კი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლია, რომელმაც საქართველო ევრო 2024-ზე გაიყვანა.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები