სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
„როგორც კი გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთი იქნებოდა, მაშინვე მივხვდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც დიდ გუნდებში თამშობენ.
გარდა ამისა, ეს ფინალია, სადაც გამარჯვება ყველას უნდა და მის მოგებაში ფინალი ვერ დაგვეხმარება. ოცნება ყველას შეუძლია, მათ შორის ჩემს შვილებსაც.
ლუქსემბურგთან მე-60 წუთის შემდეგ ერთით მეტნი ვიყავით და 2:0 ვიგებდით, ამიტომ შესაძლოა ფეხბურთელები ცოტა მოდუნდნენ კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საბერძნეთთან 120 წუთი მოგვიწია თამაში, ამისთვის ბიჭები მზად იქნებიან.
სათამაშოდ ყველა ფეხბურთელი მზად არის, ამიტომ მოგვიწევს, 3 კაცი განაცხადს მიღმა დავტოვოთ. სასტარტოში ვინ მოხვდება, ამას ხვალ გავიგებთ. ცხადია, თამაში ყველას უნდა, იმიტომ რომ პროფესიონალები არიან. თუმცა, უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს და მზად არიან, შანსის მიღების შემთხვევაში, საკუთარი წვლილიც შეიტანონ." - აღნიშნა სანიოლმა პრესკონფერენციაზე.
კომენტარები