სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ იმით, რაც ბოლო დღეებში გავაკეთეთ. რთულია, მხოლოდ თამაშგარის ეპიზოდზე საუბარი თუმცა ჩემი აზრით, აშკარა თამაშგარე იყო. თუ დუმფრისზე იყო თამაშგარე საფრანგეთთან მატჩში, დღევანდელი ეპიზოდი უფრო მეტად თამაშგარე იყო. VAR ფანტასტიკური გამოგონებაა, თუმცა, მგონია, რომ არ ვიცით, მისი სწორი გამოყენება.
პრობლემა ყოველთვის ერთია. გადაწყვეტილებებს იღებენ იგივე ადამიანები, რომლებიც უამრავ ეკრანთან სხედან და მომენტს აანალიზებენ, თუმცა მსგავს მომენტებზე ერთნაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, ამიტომ არის, რომ ფეხბურთელებსა და სტაფს VAR-ის ნდობა ეკარგებათ. კარგი გამოგონებაა, თუმცა მისი გამოყენება ჯერ არ ვიცით. შეიძლება, უნდა დავხვეწოთ და ახლიდან ვცადოთ.
საოცარი პერფორმანსი იყო, გუნდური სულისკვეთება. დღეს ვერ ვიტყვი, რომ გულგატეხილები ვართ. რა თქმა უნდა, სევდიანად ვგრძნობთ თავს, რადგან წავაგეთ, ეს ნორმალურია, ფეხბურთი ასეთია, თუმცა მგონია, რომ რამდენიმე დღეში, როცა იმას გადავიაზრებთ, რაც გავაკეთებთ, ბედნიერება სწრაფად დაგვიბრუნდება.
ძალიან ბევრი ვიშრომეთ აქ მოსახვედრათ. გავაანალიზებთ ჩვენს გამოსვლას და ყველაფერს გავაკეთებთ დიდ ტურნირზე დასაბრუნებლად. საუკეთესო მოთამაშეებთან და გუნდებთან თამაში ასეთ სტადიონებზე და ქართველებისთვის დასწრების შესაძლებლობა უდიდესი რამეა და დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა აქ დაბრუნებაზე იფიქრებს.
ჩვენ ევროპის ჩემპიონატი ახლახანს დავასრულეთ და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენ როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები გვქონდა, თუმცა ეს ნებისმიერი გუნდისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვფიქრობ, ზოგჯერ გჭირდება დრო და გააზრება, თუ რა გააკეთე. ყველას შეგვიძლია ამის გაკეთება სიმშვიდეში.
შეგვიძლია, ვიყოთ კმაყოფილები ბოლო წლიდან გამომდინარე, რადგან გუნდის განვითარების დონე ფანტასტიკური იყო. ვამაყობ იმით, რაც ფეხბურთელებმა ბოლო თვეში გააკეთეს. ეს მოგზაურობის დასასრულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, შემდეგიც ძალიან ამაღელვებილი იქნება." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა, რომელმაც საქართველოს ისტორიულ ტურნირზე უთავკაცა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები