სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
განაცხადის დასახელების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ჯგუფიდან გასვლის შანსებიც შეაფასა.
"2-3 თვის წინ ევროზე გასვლა გვქონდა ოცნებად, ახლა კი ყველა იმაზე ვსაუბრობთ, ჯგუფიდან გავალთ თუ არა. როგორც ფეხბურთელს მითამაშია ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე და მგონია, რომ ევროზე თამაში ყველაზე რთულია.
არ ვაპირებ, ჩემს ფეხბურთელებს მინიმალური მიზანი დავუსახო, რადგან ვიცი, რომ შრომით, ჯგუფიდან გასვლის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.
აზაროვი? ლევან შენგელიამ კარგად ითამაშა, ასევე გვყავს წიტაიშვილი, რომელიც საკმაოდ აგრესიულია.
თითოეულ ფეხბურთელს პატივს ვცემ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი არ გამოვიძახო და აზაროვის არგამოძახების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
ზოგჯერ, როცა ფეხბურთელს ნაკრებში არ იძახებ, ის მონდომებას და ვარჯიშს წყვეტს, მაგრამ ნებისმიერმა გამოძახებულმა ფეხბურთელმა შესაძლოა ტრავმა მიიღოს და განაცხადში ცვლილების შეტანა მოგვიწიოს. დრო 7 ივნისამდე გვაქვს, რომ უეფაში ევრო 2024-ს საბოლოო განაცხადი წარვადგინოთ." - აღნიშნა სანიოლმა პრესასთან საუბარში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები