-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან მატჩის განაცხადს მიღმა საბა საზონოვის და ანრი მექვაბიშვილის დატოვებაზე ისაუბრა.
„მინდა განვმარტა, რომ ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვება ყოველთვის რთულია, მაგრამ როგორც მწვრთნელს, ამ გადაწყვეტილებების მიღება მიწევს.
საზონოვი, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება ძალიან მომწონს. იტალიაში ახლახანს გადავიდა, სადაც არც ისე ბევრს თამაშობს, ასეთ დროს კი გვჭირდება მოთამაშეები, რომელთაც დიდი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და ეჭვი არ მეპარება, რომ 90 წუთი ბოლომდე შეძლებენ თამაშს.
ამის შესახებ საბას თავადაც ვესაუბრე. დარწმუნებული ვარ, მომავალში მისი სათამაშო დრო გაიზრდება და ის თავადაც შესაბამისად განვითარდება." - აღნიშნა სანიოლმა.
კომენტარები