სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა ესპანეთთან 1/8 ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური გამოვიდა, რადგან ეს ემოციური იყო. მხოლოდ 4 დღე გვქონდა ენერგიის აღსადგენად, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ყველა ისურვებდა მეტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებმა ძალები უკვე აღიდგინეს და მოედანზე გასვლას ელიან."
"1-7 წაგება რთული იყო, მაგრამ ხანდახან წინსვლისთვის ასეთი მომენტები საჭიროა. რადგან აქ ვართ, ესე იგი ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო. ესპანეთს კარგად ვიცნობთ, მათთან უკვე 3 წელიწადში 4-ჯერ წავაგეთ, მაგრამ ხვალ განსხვავებული დაპირისპირება იქნება. ესპანეთს ჯერ გოლი არ გაუშვია და ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდია და რთული თამაში იქნება."
"მხოლოდ დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ, გვინდა რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთსაც და მთელს ევროპას ვაჩვენოთ რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ ძლიერები, არამედ ბურთთან თამაშშიც. ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის საქართველო უკვე გამარჯვებულია და მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მატჩს ამ ტურნირზე და საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას" - განაცხადა ვილი სანიოლმა.
ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება 30 ივნისს 23:00-ზე გაიმართება. მატჩი კიოლნში ჩატარდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები