სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან წაგებული (1:3) მატჩი შეაფასა.
„წაგება კარგი არ არის, თუმცა საუცხოო მატჩი ჩავატარეთ და შეგვიძლია, ვიამაყოთ. მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა არ გაგვიმართლა.
ჩვენს მიერ ნათამაშები ფეხბურთით ძალიან კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონატს ყველამ სხვა თვალით უნდა შევხედოთ, რადგან ეს ტურნირი საქართველოსთვის არის ჯილდო, რომელიც განვითარებაში დაგვეხმარება.
ჯგუფიდან გასვლა? მთავარია კარგად ვითამაშოთ. განვითარება აუცილებელია, რაშიც სწორედ ეს მატჩები უნდა დაგვეხმაროს. მჯერა, რომ შაბათსაც ასეთ მატჩს ჩავატარებთ.
ისტორიული გოლი მიქაუტაძემ გაიტანა და ეს მახარებს. რა დაგვაკლდა? არ ვიცი, ალბათ უფრო გამოცდილება. მჯერა, რომ საქართველო ასეთ შეხვედრას მომავალში აღარ წააგებს.
საჭიროა, რომ ეს მატჩი გამოცდილებისთვის გამოვიყენოთ. ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ შაბათს მორიგი თამაშია ჩასატარებელი.
ატმოსფერო ძალიან კარგი იყო. ერთადერთი, საქართველოს ჰიმნის დროს თურქები უსტვენდნენ, რაც მოსაწონი ნამდვილად არ იყო." - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები