სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ბოლო მომენტზე რაიმეს თქმა რთულია, როგორც საბას ვუთხარი, ის ვინც არ ცდილობს, არასდროს აფუჭებს. საუკეთესო გზა კი გასაფუჭებლად, მცდელობაა.
მატჩის შემდეგ გასახდელში შერეული გრძნობები იყო, თავიდან ფეხბურთელები ამ შესაძლებლობის გამო იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე გაიაზრებენ, რომ დიდ ტურნირზე პირველი ქულა ავიღეთ.
არ ვიცი, ეს ქულა დამსახურებული იყო თუ არა, მაგრამ რაც ჩვენ სამწელიწადნახევარში ერთად გავაკეთეთ, ქულა ყველაფერზე მეტია."
"მთავარი გრძნობა, რაც ახლა გვაქვს, სიამაყეა. იმედგაცრუებულები ვერ ვიქნებით, როცა ვიცით, საიდან მოვდივართ, მარტივია, არ ვიყოთ იმედაცრუებულები."
შეგიძლიათ, გული დაგწყდეთ მაშინ, როცა არ იცით ჩვენი გზა და ის, რაც ბოლო თვეებსა თუ წლებში გავიარეთ. ეს ყველაფერი საამაყოა და ვიცი, რომ მთელი ქვეყანა აღნიშნავს, ისე, როგორც ქართველებმა იციან." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები