სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში ჩელსიმ საკუთარ კედლებში ბრიატონი დაამარცხა.
შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ჩელსის რიგებში ოთხივე გოლი (პოკერი) კოლ პალმერმა შეასრულა, თანაც ოთხივე გოლი მან პირველივე ტაიმში გაიტანა - 21-ე წუთზე მან ჯექსონის პასით ანგარიში გაათანაბრა, 28-ზე პენალტის ნიშნულიდან შეძლო ჩელსის წინ გაყვანა, 31-ზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, 41-ზე კი სანჩოს პასის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ისტორიაში პირველად - პალმერი პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა
მეორე ნახევარში მაყურებელს გოლები აღარ უნახავს და ჩელსიმ ბრაიტონს ამ სეზონში პირველი მარცხი აგემა.
ჩელსიმ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მინიმუმ ტურის ბოლომდე მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები