სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
16 ნოემბერს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. ცნობილია, თუ ვინ განსჯის შეხვედრას.
თამაშზე ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს, მთავარი არბიტრი კრის კავანა იქნება. მას ასისტენტობას ლი ბეტსი და ნილ დევისი გაუწევენ, მე-4 მსაჯი კი სემ ბეროტია.
39 წლის ინგლისელმა ამ სეზონში ჯამში 13 შეხვედრაში იმსაჯა, მათ შორის შვიდში პრემიერ ლიგის ეგიდით, ორში კი უეფას ევროპა ლიგაზე.
კავანას სტატისტიკა ასეთია - 13 მატჩი, 87 ყვითელი ბარათი, 2 მეორე ყვითელი ბარათი, 2 წითელი ბარათი, 0 პენალტი.
ინგლისელს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებთან გადაკვეთა არასდროს ჰქონია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები