საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა.
ევრობასკეტ 2025 კვიპროსში 27 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები თავის პირველ თამაშს 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
თორნიკე შენგელია გუნდს ლიმასოლში შეუერთდა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გულის არითმიის გამო რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს, თუმცა ევრობასკეტზე მისი მონაწილეობა ეჭვქვეშ არ დგას.
საქართველოს ნაკრები 28-ში ესპანეთს დაუპირისპირდება, 30-ში იტალიას, 31-ში საბერძნეთს, 2 სექტემბერს კვიპროსს და 4-ში ბოსნიას და ჰერცოგოვინას.