მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრისტალ პალასთან წაგებულ (0:2) მატჩში არგენტინელმა მცველმა სერიოზული ტრავმა მიიღო.
TyC Sports-ის ინფორმაციით, ლისანდრო მარტინესმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი მისთვის ნაადრევად დასრულდა.
კრისტალ პალასთან გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ლისანდრომ მოედნის დატოვება მხოლოდ საკაცით შეძლო და ატირებულიც იყო. მატჩის შემდეგ რუბენ ამორიმმა დასძინა, რომ დაზიანება ძალიან სერიოზულს ჰგავს.
სამწუხაროდ, მანჩესტერელთა ცუდი ვარაუდი გამართლდა და ფეხბურთელს დაახლოებით 8-9 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები