მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარკუს რაშფორდმა ასტონ ვილაში გადასვლა შეაფასა.
ბირმინგემულმა კლუბმა ვინგერი მან იუნაიტედიდან სეზონის ბოლომდე ინათხოვრა და მისი ხელფასის 75%-ს თავად გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი 40 მილიონ ფუნტად მისი გამოსყიდვაც შეეძლება.
„მინდა მანჩესტერს და ასტონ ვილას ამ იჯარის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო. გამიმართლა, რომ რამდენიმე კლუბმა დაინტერესება გამოთქვა ჩემით, მაგრამ ასტონ ვილაში გადმოსვლა მარტივი გადაწყვეტილება იყო - აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდის სეზონით და მწვრთნელის ამბიციებით.
უბრალოდ მინდა ფეხბურთი ვითამაშო და ამის დაწყებას მოუთმენლად ველი. მანჩესტერ იუნაიტედში ყველას სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ." - აღნიშნა რაშფორდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები