-
Aa
+
ფონტის ზომა
Sky-ს ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მატის ტელი ტოტენჰემში იჯარის წესით ითამაშებს.
ლონდონელებს სეზონის ბოლოს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ, შემტევის ანაზღაურებას კი მთლიანად სპურსი დაფარავს.
ტელი თავის აგენტთან ერთად ლონდონში მიემგზავრება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალ გუნდს შეუერთდება.
ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
ტელის დამატებისთვის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდა შემტევი ტოტენჰემმა გადაიბირა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები