მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ასტონ ვილამ აქსელ დისასის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა და სხვა ვარიანტებს განიხილავს.
ფრანგი მცველი გასულ კვირას ვილას შეუთანხმდა, მაგრამ ჩელსის მაღალი მოთხოვნა ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ასტონ ვილა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტია.
სამაგიეროდ ლურჯები ტოტენჰემის შემოთავაზებას დათანხმდნენ და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მოთამაშეზეა.
თავის მხრივ სპურსი მარკ გუეის ტრანსფერზეც მუშაობდა, თუმცა კრისტალ პალასმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები