სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო ტონალის ტრანსფერი მილანიდან ნიუკასლში ყველაზე ცუდ ტრანსფერად დასახელდა.
გამოცემა Goal.com-მა 2023/24 სეზონის 21 ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა და პირველზე იტალიელი ნახევარმცველის ნიუკასლში გადასვლა დააყენა, რომელსაც ინგლისურ გუნდში გადასვლიდან რამდენიმე თვეში, აზარტული თამაშების გამო 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
სრული სია კი ასე გამოიყურება:
21. კიმ მინ ჯე (ნაპოლიდან ბაიერნში, 50 მილიონ ევროდ)
20. ჯოვანი რეინა (დორტმუნდიდან ნოტინგემში, იჯარა)
19. ბრაიან სარაგოსა (გრანადადან ბაიერნში, 15 მილიონ ევროდ)
18. ანსუ ფატი (ბარსელონადან ბრაიტონში, იჯარა)
17. ფაბიო კარვალიო (ლივერპულიდან ლაიფციგში, იჯარა)
16. ფოლარინ ბალოგუნი (არსენალიდან მონაკოში, 40 მილიონ ევროდ)
15. ფელიქს ნმეჩა (ვოლფსბურგიდან დორტმუნდში, 30 მილიონ ევროდ)
14. ჟოაო კანსელო (მან სიტიდან ბაიერნში, იჯარა)
13. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსიდან უნიონში, იჯარა)
12. მანუელ უგარტე (სპორტინგიდან პსჟ-ში, 60 მილიონ ევროდ)
11. რენატო სანჩესი (პსჟ-დან რომაში, იჯარა)
10. ნაბი კეიტა (ლივერპულიდან ვერდერში, უფასოდ)
9. ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსედან ბარსელონაში, 30 მილიონ ევროდ)
8. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკოდან ბარსელონაში, იჯარით)
7. ჯორდან ჰენდერსონი (ალ იტიფაქიდან აიაქსში, უფასოდ)
6. ორიოლ რომეუ (ჟირონადან ბარსელონაში, 8 მილიონ ევროდ)
5. მეისონ მაუნტი (ჩელსიდან მან იუნაიტედში, 70 მილიონ ევროდ)
4. კალვინ ფილიპსი (მან სიტიდან ვესტ ჰემში, იჯარით)
3. მოიზეს კაისედო (ბრაიტონიდან ჩელსიში, 134 მილიონ ევროდ)
2. რანდალ კოლო მუანი (აინტრახტიდან პსჟ-ში, 90 მილიონ ევროდ)
1. სანდრო ტონალი (მილანი ნიუკასლში, 70 მილიონ ევროდ).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები