Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვოიცეხ შჩესნიმ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც გულშემატკივრებს კარიერის დასრულების შესახებ ამცნო.
პოლონელი მეკარე ხელთათმანებს ლურსმანზე 34 წლის ასაკში კიდებს.
2006 წელს 16 წლის მოთამაშე ვარშავას ლეგიადან ლონდონის არსენალის ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა, 2009 წლიდან კი მთავარ გუნდში დაწინაურდა, რომლის წევრიც 2017 წლამდე იყო.
2009-10 და 2015-17 წლებში შჩესნიმ იჯარის წესით ჯერ ბრენტფორდში, შემდეგ კი რომაში ითამაშა.
2017-დან 2024 წლამდე კი ვოიცეხი ტურინის იუვენტუსის კარს იცავდა. მას პოლონეთის ნაკრებში 84 მატჩი დაუგროვდა.
შჩესნიმ კარიერაში შემდეგი ტიტულები მოიგო:
3 სერია ა
3 კოპა იტალია
2 FA თასი
2 იტალიის სუპერ თასი
1 ქომუნითი შილდი
რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, 2013-14 წლებში პოლონელმა პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი დაიმსახურა, 2019-20 წლებში კი ის სერია ა-ს წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები