MMA-ის ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ ილია თოფურიას მომავალ შესაძლო მეტოქეზე ჰკითხა.
- არმან ცარუკიანმა თქვა, რომ მას შეუძლია ბრძოლის (თოფურია-ოლივეირა) დამზღვევი იყოს. ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ვის წინააღმდეგ გინდა, რომ ქამარი დაიცვა? პადი პიმბლეტის თუ ის ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს თუ არმან ცარუკიანის?
"წარმოდგენა არ მაქვს, მე 28 ივნისს იქ ვიქნები. ჯერ ისლამი უნდა ყოფილიყო, მერე ჩარლზი, თუ ისიც არ იქნება, შემდეგ არმანი. შედეგი კი ყველასთვის ერთი იქნება. მე გავიმარჯვებ." - განაცხადა თოფურიამ.
ქართველი მებრძოლი UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას 28 ივნისს, UFC 317-ზე დაუპირისპირდება.