სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილი ამერიკელი მებრძოლის, შონ ო'მალის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ქართველთან ბრძოლაში გამარჯვება მას ეკუთვნოდა.
„გავიგე, ო'მალი ფიქრობს, რომ მომიგო და რემატჩი სურს. ხოდა თუ უნდა, შეუძლია მიიღოს.
შეგვიძლია, 16 ნოემბერს ვიჩხუბოთ და შემდეგ, მე ტიტულს დავიცავ იმასთან, ვისთანაც UFC-ს ენდომება.
რას ფიქრობ, შონ?" - წერს ქართველი სოციალურ ქსელში.
ო'მალის განცხადებით, მან მერაბთან ბრძოლას გადახედა და დაადგინა, რომ პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები მან მოიგო და შესაბამისად, გამარჯვებაც მას ეკუთვნოდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები