მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის, სერბეთის წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
2. ლუკა ლიკლიკაძე
4. რატი ანდრონიკაშვილი
6. კახა ჯინჭარაძე
7. ბექა ბურჯანაძე
10. დუდა სანაძე
12. გიორგი კორსანტია
13. სანდრო სანაძე
15. ალექსანდრე ფევაძე
27. ლუკა მაზიაშვილი
30. მათე ხატიაშვილი
77. გიორგი ოჩხიკიძე
99. ილია ლონდარიძე
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ უკვე გაინაღდა ევრობასკეტის საგზური, ჯიკიჩმა ნაკრების ლიდერებს, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს დასვენების საშუალება მისცა.
მათ არყოფნაში გუნდს დუდა სანაძე უკაპიტნებს. გუნდს ტრავმის გამო დააკლდება ნატურალიზირებული კამარ ბოლდუინიც, რომელმაც დანიასთანაც ვერ ითამაშა.
საქართველოს ნაკრები უკვე ბელგრადშია და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 24 თებერვალს, 23:00 საათზე გაიმართება.
დარჩენილია 4 გუნდი - ევრობასკეტ 2025-ზე გასული 20 გუნდი უკვე ცნობილია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები