-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა ეკვადორს მინიმალური სხვაობით მოუგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე მადრიდის რეალის შემტევმა, როდრიგო გოესმა ლუკას პაკეტას პასით გაიტანა.
ბრაზილიისთვის ეს შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 3 განცდილი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იყო.
დორივალ ჯუნიორის ნაკრები 7 ტურის შემდეგ 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ არგენტინას 8 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 10-დან 6 საუკეთესო გუნდი მიიღებს, მეშვიდე კი პლეი-ოფს ითამაშებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები