-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კაილ უოკერი მანჩესტერ სიტიდან კარიერას მილანში გააგრძელებს.
ინგლისელი ახალ გუნდში იჯარის წესით გადავა, იტალიელებს ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ, მაგრამ ეს სავალდებულო პუნქტი არაა. უოკერის ანაზღაურებას მილანი გადაიხდის.
მოთამაშის ფრენა და სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმილია, მანჩესტერ სიტის კაპიტანი კარიერის ახალი ეტაპისთვის მზადაა.
უოკერმა როსონერისთან კონტრაქტის დეტალები 2027 წლის ივნისამდე შეათანხმა, თუ მილანი ზაფხულში ინგლისელის გამოსყიდვას გადაწყვეტს, ეს ხელშეკრულება შემდეგ ამოქმედდება.
რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ მარჯვენა მცველმა სიტის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები