მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საჩოგბურთო რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, სიმონა ჰალეპმა, პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
33 წლის რუმინელმა კარიერაში 2 გრენდ სლემი მოიგო (2018 წლის როლან გაროსი და 2019 წლის უიმბლდონი), ჯამურად კი 24 ტიტულს დაეუფლა.
2022 წელს ჰალეპს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
2024-ში მისი საჩივარი დააკმაყოფილეს და რუმინელმა ჩოგბურთში დაბრუნება შეძლო, თუმცა ძველი დიდების - ვერა.
ტრანსილვანია ოუფენზე პირველი რაუნდის მატჩის ლუსია ბრონზეტისგან წაგების შემდეგ, ჩოგბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები