-
Aa
+
ფონტის ზომა
წლის პირველი გრანდ სლემის, ავსტრალიის ღია პირველობის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია.
1/4 ფინალში ამერიკელმა ბენ შელტონმა იტალიელ ლორენცო სონეგოს 4 სეტში (6-4, 7-5, 4-6, 7-6) მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მომდევნო ეტაპზე შელტონის მეტოქე ასევე იტალიელი იანიკ სინერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ავსტრალიელ ალექს დე მინორს სძლია 3 სეტში (6-3, 6-2, 6-1).
სინერი - შელტონი
ჯოკოვიჩი - ზვერევი
ასე გამოიყურება AO-ს 1/2 ფინალური წყვილები. მატჩები 24 იანვარს გაიმართება, ფინალი კი 26 იანვარს შედგება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერია, რომელიც ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები