6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის 10-გზის და გრენდ სლემების 24-გზის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი, წლევანდელი ტურნირის ფინალში ალექსანდრ ზვერევს უქომაგებს.
გადამწყვეტ შეხვედრაში ზვერევი კვირას, 26 იანვარს იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.
„საშას ფინალში წარმატებებს ვუსურვებ, მან გრენდ სლემის მოგება ნამდვილად დაიმსახურა.
იმედი მაქვს, გამარჯვება მას დარჩება და ზვერევი კარიერაში პირველად გახდება გრენდ სლემის გამარჯვებული." - აღნიშნა ნოვაკმა მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალში ზვერევმა ჯოკოვიჩს პირველი სეტი 7:6 მოუგო, რის შემდეგაც სერბმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები