ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე რეკორდული საპრიზო ფონდი დადასტურდა
ჩოგბურთიჩოგბურთი

2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე რეკორდული საპრიზო ფონდი დადასტურდა

06 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეები 2026 წელს რეკორდული ოდენობის, 111.5 მილიონი ავსტრალიური დოლარის (74.9 მილიონი აშშ დოლარი) საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ, მას შემდეგ რაც Tennis Australia-მ საერთო საპრიზო თანხის 16%-იანი ზრდა გამოაცხადა.


ტურნირის გამარჯვებულები 4.15 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (2.79 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებენ, რაც 19%-ით მეტია შარშანდელ 3.5 მილიონ ავსტრალიურ დოლართან (2.35 მილიონი აშშ დოლარი) შედარებით.


მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება ადრეულ ეტაპებზეც, პირველ რაუნდში დამარცხებული მოთამაშე რეკორდულ 150,000 ავსტრალიურ დოლარს (100,750 აშშ დოლარი) მიიღებს.


ეს ნიშნავს, რომ ვაილდქარდით მონაწილე მოთამაშეებს სეზონის დასაწყისშივე გარანტირებული ექნებათ სოლიდური შემოსავალი ტურზე.


კვალიფიკაციაშიც დაფიქსირდა ანაზღაურების ზრდა, სამივე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ნებისმიერ ეტაპზე გამოთიშვა 16%-ით მეტ ანაზღაურებას უზრუნველყოფს, წინა წელთან შედარებით.


შარშან ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 96.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (64.81 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.


განცხადებაში Tennis Australia-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრეიგ ტაილიმ აღნიშნა, რომ ზრდა ადასტურებს ტურნირის ერთგულებას არა მხოლოდ სუპერვარსკვლავების, არამედ იმ მოთამაშეების მიმართაც, რომლებიც კარიერის დასაწყისში არიან ან სეზონის განმავლობაში ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან.


მისი თქმით, საპრიზო ფონდი არის Tennis Australia-ის უფრო ფართო ვალდებულების ნაწილი, რომელიც ავსტრალიური ზაფხულის განმავლობაში სხვა ტურნირების დაფინანსებასაც მოიცავს.


ჯამში 135 მილიონი ავსტრალიური დოლარი (90.7 მილიონი აშშ დოლარი) იქნება „ინვესტირებული“ ავსტრალიის ტურნირების სერიაში, მათ შორის United Cup-ში და ATP/WTA 250 კატეგორიის ტურნირებში ბრიზბენში, ჰობარტსა და ადელაიდაში.


2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაცია 12 იანვარს დაიწყება, ხოლო მთავარი ბადე სტარტს 18 იანვარს აიღებს და 1 თებერვალს დასრულდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ავსტრალიის ღია პირველობა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი დამარცხებულია - ავსტრალია მედისონ კიზმა მოიგო

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი დამარცხებულია - ავსტრალია მედისონ კიზმა მოიგო
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ზვერევი: "ტრავმირებულ ნოვაკსაც კი ძლივს მოვუგე სეტი, ის ზედმეტად მაგარია ამ სპორტისთვის"

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ზვერევი: "ტრავმირებულ ნოვაკსაც კი ძლივს მოვუგე სეტი, ის ზედმეტად მაგარია ამ სპორტისთვის"
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩი: "ფინალში ზვერევისკენ ვიქნები, მან გრენდ სლემის მოგება დაიმსახურა"

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩი: "ფინალში ზვერევისკენ ვიქნები, მან გრენდ სლემის მოგება დაიმსახურა"
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო!

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო!
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

25 იან, 2025

მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი დამარცხებულია - ავსტრალია მედისონ კიზმა მოიგო

News image

24 იან, 2025

ზვერევი: "ტრავმირებულ ნოვაკსაც კი ძლივს მოვუგე სეტი, ის ზედმეტად მაგარია ამ სპორტისთვის"

News image

24 იან, 2025

ჯოკოვიჩი: "ფინალში ზვერევისკენ ვიქნები, მან გრენდ სლემის მოგება დაიმსახურა"

News image

26 იან, 2025

იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო!

კომენტარები