მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქალთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი არინა საბალენკა და 29 წლის ამერიკელი, მედისონ კიზი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და სენსაციურად, კიზის გამარჯვებით დასრულდა.
2 საათსა და 4 წუთში ამერიკელმა 6:3 2:6 7:5 იმარჯვა და კარიერაში პირველად შეძლო გრენდ სლემის ტურნირის მოგება.
რაც შეეხება საბალენკას - ბელარუსს შანსი ჰქონდა გამხდარიყო კიმ კლისტერსის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ავსტრალიან ოუფენი ზედიზედ სამჯერ მოიგო, ბელგიელმა ეს 1995-1997 წლებში შეძლო.
29 წლის კიზისთვის ეს გრენდ სლემზე მხოლოდ მეორე ფინალი იყო, 2017-ში მან ამერიკის ღია პირველობის გადამწყვეტი მატჩი სლოან სტივენსთან დათმო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები