სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს შემაჯამებელი ტურნირის A ჯგუფის ბოლო მატჩში მსოფლიოს პირველმა ნომერმა, იანიკ სინერმა დანილ მედვედევი დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და იტალიელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:3 6:4 დასრულდა.
ამ გამარჯვებით სინერმა ჯგუფში 100%-იანი შედეგი დაასრულა და ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი მოგებით გავიდა.
A ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტი ამერიკელი ტეილორ ფრიცი გახდა, რომელმაც დღეს რამდენიმე საათით ადრე ავსტრალიელ ალექს დე მინორს სამ სეტში, 5:7 6:4 6:3 აჯობა და ჯგუფში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
საბოლოოდ, A ჯგუფში ადგილები ასე გადანაწილდა.
1. სინერი
2. ფრიცი
3. მედვედევი
4. დე მინორი
ნახევარფინალში სინერი B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ფრიცი კი - პირველადგილოსანს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები