მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიკო გონსალესი კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძლეებს.
ინგლისური კლუბი პორტუს გამოსასყიდ თანხას გადაუხდის, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ნიკოს უკვე მისცეს უფლება მანჩესტერში ჩაფრინდეს და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.
სატრანსფერო თანხიდან 40%-ს, ანუ 24 მილიონ ევროს ბარსელონა მიიღებს. გონსალესი სწორედ კატალონიელების აღზრდილია და პორტუგალიაში ბარსადან გადავიდა.
პეპ გვარდიოლა 23 წლის ესპანელ ნახევარმცველს ტრავმირებული როდრის პოზიციაზე განიხილავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები