7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არნე სლოტმა სიტისთან მოგებასა და არსენალთან ქულათა სხვაობაზე ისაუბრა.
„სამი დღის წინ ასტონ ვილასთან ფრე ვითამაშეთ და ხალხი მეუბნებოდა, რომ საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. ახლა, სამი დღის შემდეგ, ისევ ვიგებთ და ყველაფერი კვლავ იცვლება.
ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დასხულ მიზანს მივაღწიოთ და ამ შედეგის შესანარჩუნებლად კიდევ სამი თვე მოგვიწევს თავდაუზოგავი შრომა.
არანაირი საიდუმლო არ არის - არსენალს 11 ქულით ვუსწრებთ, თუმცა მათ ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვთ.
დღეს ჩვენი საუკეთესო შეტევა გოლთ არ დასრულდა. ყოველთვის უნდა ადაპტირდე იმ გამოწვევებთან, რომელიც წინ გიდგას. ერთი კვირის წინ ვნახეთ, რა რთულია ვულვზთან თამაში, სახლშიც კი. ყოველთვის იქნება რთული თამაშები, როგორც დღეს.
ჯობს დიდად არ ვიზეიმოთ, რადგან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი შედეგი უფრო დაცვაში თამაშმა განაპირობა, ვიდრე შეტევაში.
ნორმალურია, რომ ფანები დადებითად არიან განწყობილი, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ ვიმყოფებით დღეს იქ, სადაც ვართ.
სეზონის დაწყების წინ ჩვენს გუნდს ჩემპიონობის პრეტენდენტად არ მოიაზრებდნენ." - აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები