Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 37-ე ტურში ვილიარეალმა და მადრიდის რეალმა გოლების წვიმა გამოაცხვეს.
მატჩი ესტადიო დე ლა სერამიკაზე გაიმართა და ფრედ 4:4 დასრულდა.
პირველი ტაიმის შემდეგ რეალი გიულერის დუბლითა და ხოსელუს და ვასკესის გოლებით 4:1-ს იგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ ვალენსიურმა გუნდმა ძალიან მოინდომა და თამაშის მოგების შანსიც კი მოიპოვა.
56-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 4:4 იყო - ყვითელი წყალქვეშა ნავის მაისურით ოთხივე (!) გოლი ალექსანდრ სორლოტმა გაიტანა, რომელსაც ლა ლიგაში 23 გოლი დაუგროვდა და ის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
დარჩენილ დროში მატჩის მოგებასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ, თუმცა ანჩელოტის გუნდმა ლა ლიგაში წაუგებელი სერია 31 მატჩამდე გაზარდა.
რეალმა 94 ქულა დააგროვა, ვილიარეალმა კი 52 და ევროსაგზურის მოპოვების შანსი ოფიციალურად დაკარგა - მე-7 ადგილოსანი ბეტისი ყვითლებისთვის მიუღწეველია (56).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები