სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამაინ სტერლინგმა იუთუბის არხზე ილია თოფურიასთან საკუთარი შანსები შეაფასა.
"თუ მასთან ბრძოლა მომიწევს და ღმერთის წყალობით, მოვსარს თუ დავამარცხებ, ამას მივუახლოვდები, ვფიქრობ, მისი შეტევის გასანეიტრალებლად დიდებული სტილი მაქვს. მეტოქეები მას სტრაიკინგში უდგებიან. მე ამას არ გავაკეთებ და თეიქდაუნებზე გავიწევ, რათა მას გრეპლინგში დავუპირისპირდე. მე მოგება უნდა ვცადო და არა ის, რომ ჩემი თავი და გონება კვლავ სხვა განზომილებაში გადავიდეს." - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.
ალჯამაინ სტერლინგმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი გასულ წელს შონ ო'მალისთან სწორედ ნოკაუტით დათმო, ამის შემდეგ ის ქვემსუბუქ წონაში ავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლაში კელვინ კატარი დაამარცხა.
მოგეხსენებათ, სტერლინგი მერაბ დვალიშვილის გუნდელი და დიდი ხნის მეგობარია. ალჯომ ამ საკითხზეც ისაუბრა.
"მე და მერაბი მეგობრები ვართ, მერაბ ილიასთანაც მეგობრობს, ამიტომ არ ვიცი, ეს რაში გადაიზრდება, თუმცა ამაზე დარდი უახლოეს მომავალში არ მომიწევს. წინ კიდევ ერთი რთული მეტოქე მყავს."
ალჯამაინ სტერლინგი მომდევნო ბრძოლას ქვემსუბუქ წონაში UFC 310-ზე (8 დეკემბერი) მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ გამართავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები