ლას ვეგასში UFC-ის მორიგი საბრძოლო ღამე შედგა.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ქვემსუბუქი დივიზიონის დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა იუსეფ ზალალს 5-რაუნდიან ბრძოლაში დომინანტურად მოუგო.
მერაბ დვალიშვილის სპარინგ-პარტნიორმა და დიდი ხნის მეგობარმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (49-45, 49-45, 49-45) იმარჯვა.
მოგების შემდეგ ალჯომ ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლა მოითხოვა და მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი გამოიწვია.
ღონისძიების სხვა ბრძოლებშიც გამარჯვებულები ძირითადად გადაწყვეტილებებით გაირკვა. ჟოსელინ ედვარდსმა ნორმა დუმონტს აჯობა, რაფა გარსიამ ალექსანდერ ერნანდესს მოუგო, დეივი გრანტმა ხუან ადრიან მარტინეტის მოუგო, რაონი ბარსელოსმა კი მონტელ ჯექსონთან იმარჯვა.
ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც დროზე ადრე მოიპოვა გამარჯვება რაიან სპანია, რომელმაც მარკუს ბუჩეჩა მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.