მერაბ დვალიშვილმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოში UFC-ის ღონისძიების შესაძლო ჩატარებაზე ისაუბრა.
,,რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას, ამაზე აქტიურად მიდის საქართველოსა და UFC-ის მხრიდან მუშაობა.
როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს, 2027 წელს, გაზაფხულზე და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია, მეც ვიბრძოლებ და კიდევ დაგვემატებიან და შემოგვიერთდებიან სხვა ქართველი მებრძოლები.
ლოკაცია? UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15000-კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეგეთი დარბაზი ჩვენ არ გვაქვს.
ყველაზე მაქსიმუმი, როგორც ვიცი, 10000-კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და მე მგონი, ეგ არის ლოკაცია." - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
მერაბ დვალიშვილი 11 ივლისს, თბილისში, RAF-ის ღონისძიებაზე იჭიდავებს, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.