Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაიწყეს პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა.
ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ხეცურიანმა პირველ ეტაპზე ვენესუელელი ხაიმეს როხასი მარტივად 15-2 დაამარცხა, თიბილაშვილმა კი (A კატეგორია) პირველ შეხვედრაში სამხრეთ კორეელ კიონ ჰიო კვონს სძლია დამაჯერებლად 15-5.
ხეცურიანის მეტოქე 1/4 ფინალში პოლონელი იადვიგა პაცეკი იქნება, თიბილაშვილი კი ჰონგ კონგელ ჩუი იუს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას პარიზის პარალიმპიადაზე 2 მედალი აქვს. ანა ჯაფარიძემ პარატაეკვანდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ბირთვის კვრაში კი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები