მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ჩანს, ვიტორ როკე სამშობლოში მინიმუმ სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდება.
თითქოს, ფეხბურთელის ტრანსფერი პალმეირასში გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა ყველაფერი ლა ლიგის წესმა გააფუჭა.
როგორც იცით, ამჟამად როკე იჯარით ბეტისში ასპარეზობს, კლუბები შეთანხმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც როკე პალმეირასში უნდა გადასულიყო.
თუმცა, ლა ლიგის წესების მიხედვით, ბეტისთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, როკე ჯერ ბარსელონამ უნდა დაარეგისტრიროს და შემდეგ მიიღებს მისი გაყიდვის უფლებას.
გამომდინარე იქიდან, რომ სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში დახურულია, კატალონიელები ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ დაარეგისტრირებენ, შესაბამისად ტრანსფერი ჩაიშალა და როკეს ბეტისში მოუწევს დარჩენა.
როგორც ჟურნალისტი ხოაკიმ პიერა იტყობინება, პალმეირასი მოლაპარაკებებიდან საბოლოოდ გავიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები