-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი შანსია, ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
VIDEO: თითქმის 40 წლის ასაკში - ლუკა მოდრიჩის საოცარი გოლი ჟირონას კარში
ფეხბურთელს კლუბთან სეზონის ბოლოს ეწურება კონტრაქტი, თუმცა ის რეალში ყოფნით ბედნიერია და შესაძლოა, კიდევ ერთი წლით დარჩეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამჟამინდელი შეგრძნებები ისეთია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება საკმაოდ რეალურია.
ესპანური პრესა წერს, რომ მოდრიჩი კარიერის რეალში დასრულებაზე ოცნებობს და იდეალური სცენარი მისთვის რეალში კიდევ ერთი წლით დარჩენა, 2026-ს მუნდიალის შემდეგ კი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება იქნება.
39 წლის ფეხბურთელმა ჟირონასთან გუშინდელი მატჩი სასტარტოში დაიწყო და შესანიშნავი შორეული დარტყმით პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები